LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცი ერთდროულად 10 ქალზე დაქორწინდა

126
mar11

აშშ-ში, ნიუ-იორკში მცხოვრები 28 წლის მასაჟისტი ერთდროულად 10 „საცოლეზე“ დაქორწინდა. უჩვეულო ინფორმაციას New York Post ავრცელებს.

მასაჟისტმა ემანუელ ლასტინმა თავისი არაოფიციალური ქორწილიდან ვიდეო tiktok-ზე გაავრცელა. კადრებში ჩანს, თუ როგორ დგას 9 გოგონა საქმროს გარშემო, მეათე კი ამ დროს მასთან ერთად ფოტოსთვის პოზირებს. შეყვარებულებმა საქორწილო კადრები რამდენიმე ლოკაციაზე გადაიღეს. თუ ზუსტად სად ჩატარდა საქორწინო ცერემონია, არ ზუსტდება.

მამაკაცის თქმით, პატარძლები რამდენიმე ენაზე საუბრობენ და ერთმანეთისგან განსხვავებული ხასიათები აქვთ. „ერთადერთი რაც ჩვენ ყველას გვაერთიანებს – ეს სიყვარული და დადებითი ენერგიებია“, – დააზუსტა ბედნიერმა საქმრომ.

ლასტინი რეგულარულად აქვეყნებს სოც-ქსელებში ვიდეოებს, სადაც თავის საყვარელ ქალებს მასაჟს უკეთებს. „მე ვცდილობ ვაჩვენო ყველა ქალს, რომ სწორედ ამას იმსახურებთ. ეს ისაა, რასაც ქალები მამაკაცებისგან უნდა იღებდნენ, სიყვარული და ზრუნვა.“ – ამბობს ამერიკელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g