LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კაცი გაამტყუნეს, განაჩენს არ გვაძლევენ“ – ლაზარე გრიგორიადისის საქმის განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად მოსამართლემ 14-დღიანი ვადა აიღო

217
ლაზარე გრიგორიადისი და მოსამართლე შარაზე

ჯერჯერობით ისევ უცნობია, როდის დატოვებს ციხეს გასული წლის 7-9 მარტის საპროტესტო აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისი, რომლის შეწყალების გადაწყვეტილებაც პრეზიდენტმა იმავე დღეს მიიღო, როცა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად შარაძემ მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

როგორც ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა თათია მანიჟაშვილმა, რადიო „თავისუფლებას“ განუცხადა, შეწყალების ოქმის გამოცემისთვის პრეზიდენტს სჭირდება, ხელთ ჰქონდეს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი, რომელიც, მისი ინფორმაციით, მოსამართლემ პენიტენციურ დაწესებულებას გადაუგზავნა, თუმცა იგი არც თავად მსჯავრდადებულს არ ჩაჰბარებია და პენიტენციური დაწესებულებიდან არც პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ მიუღია.

ასევე ნახეთ

„ეს გადაწყვეტილება მივიღე დღეს, 10:00 საათზე…“

„კაცი გაამტყუნეს, განაჩენს არ გვაძლევენ“, – ამბობს თათია მანიჟაშვილი, რომელიც დღეს, 19 აპრილს, კოლეგებთან ერთად საქალაქო სასამართლოში იმის გასარკვევად იყო მისული, როდის მიიღებენ გრიგორიადისი და მისი ადვოკატები განაჩენის სარეზოლუციო ნაწილს.

ადვოკატის ცნობით, ლაზარე გრიგორიადისი პენიტენციურ დაწესებულებას, სავარაუდოდ, დღეს დატოვებს

რადიო „თავისუფლების“ ინფორმაციით, სასამართლოში ადვოკატს უთხრეს, რომ მოსამართლე ზვიად შარაძემ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის მხარეებისთვის გადასაცემად 14 სამუშაო დღე აიღო, იმ არგუმენტით, რომ საქმე მრავალ ტომს შეიცავს.

ადვოკატის განმარტებით, მას ამის უფლებას აძლევს კანონი, რომლითაც სარეზოლუციო ნაწილის მოსამზადებლად 5 სამუშაო დღეა განსაზღვრული, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქმე მოცულობითია – ასეთი შემთხვევებისთვის კანონი ითვალისწინებს 14-დღიანი ვადის გამოყენების შესაძლებლობას.

პროცედურის მიხედვით, პრეზიდენტს განაჩენის მიღების შემდეგ შეწყალების ოქმის გამოცემა მყისიერად შეუძლია.

„სალომე ზურაბიშვილმა პოლიციაზე და საკუთარ მამაზე ძალადობაში მსჯავრდადებული შეიწყალა – „ნაცური“ გადაწყვეტილებაა“ | მამუკა მდინარაძე ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე

magti 5g