სამაშველო ოპერაცია მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დასრულდა. მამაკაცი, რომელიც წინასწარი ინფორმაციით, მტკვარში გადახტა ცოცხალია და ის ახლა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა.
თვითმხილველის თქმით უცნობმა კაცმა მას ჯერ სიგარეტი სთხოვა, შემდეგ გამოემშვიდობა, ბორდიურზე დაჯდა, პირჯვარი გადაიწერა და ბოლოს მტკვარში გადახტა.
ადგილზე იმყოფებოდა საპატრულო პოლიცია. სამაშველო ოპერაციის შედეგად კი, კაცის ამოყვანა მოხერხდა.
დაშავებული კაცი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს.