პერსონალური ფინანსური ბლოგის ESI Money- ს მიმომხილველმა ჯონმა, ბოლო წლების განმავლობაში, სხვადასხვა სფეროში წარმატებულ, მდიდარ ადამიანებთან გასაუბრებით მიაკვლია ფორმულას, რა გზებით შეიძლება ადამიანი გახდეს მილიონერი.
ჯონმა ინტერვიუ 150 მილიონერთან ჩაატარა და დაასკვნა, რომ გამდიდრებისკენ სულ რაღაც სამი ნაბიჯი აშორებს ადამიანს.
ამბობენ, რომ პოტენციურად ყველა ადამიანს შეუძლია გახდეს მილიონერი. ყველა ჩვენგანში არის რაღაც, რასაც შეუძლია მილიონერად გვაქციოს.
გაზარდეთ თქვენი შემოსავალი
მიიჩნევა, რომ საშუალო ადამიანს უფრო მეტი ფულის საშოვნელად ყველაფერი აქვს რაც სჭირდება, თუმცა ისინი არ ფიქრობენ ისე, როგორც მდიდრები. ამასთან, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმისა, რომ ადამიანი ვერ მდიდრდება არის ის, რომ მას უბრალოდ არ სჯერა, რომ ბევრი ფულის შოვნა შეუძლია.
პირველი რჩევა – ნუ იცხოვრებთ მხოლოდ ხელფასით. მდიდარი ხდება ის ადამიანი, რომელიც თვითდასაქმებას მიმართავს, საკუთარ საქმეს წამოიწყებს. არასდროს არ დაკმაყოფილდეთ მცირედით. არ უნდა შეგეშინდეთ ამბიციური მიზნების.
ჯონი ამბობს, რომ მილიონერების უმეტესობამ მინიმალური ანაზღაურებადი სამსახურიდან დაიწყეს საკუთარი შემოსავლების გაზრდა.
აკონტროლეთ ხარჯები
შეიძლება უცნაურია, მაგრამ მილიონერები ფულის დაზოგვაზე აქცენტს ნაკლებად აკეთებენ. თუ მხოლოდ დაზოგვაზე იქნებით ორიენტირებული მილიონერი ვერ გახდებით.
როგორც აღმოჩნდა, მდიდარი ადამიანი ფულს არ ფლანგავს და ამავდროულად ორიენტირებულია უფრო მეტი ფულის შოვნაზე.
ამიტომ, როცა თანხა გამოგიჩნდებათ კი არ შეინახოთ, არამედ დააბანდეთ.
აირჩიეთ ინვესტირებისათვის სწორი მიმართულება
მილიონერების უმეტესობა აღიარებს, რომ მათ მიერ ჩადებულმა ინვესტიციებმა შედეგი გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოიღო. ამასთან, ამბობენ, რომ ნებისმიერ ინვესტიციას მოაქვს შემოსავალი.
მთავარი რაც უნდა გაითვალისწინოთ, ზუსტად უნდა იცოდეთ, რა არის თქვენი მიზანი ანუ რისი გაკეთება გსურთ.