LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცი, რომელმაც ძაღლი მე-12 სართულიდან გადმოაგდო, პოლიციამ დააკავა

427
Medical treatment of sick husky dog in vet clini

ცხოველის წამებისა და სასტიკი მოპყრობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ცხოველის წამებას ან მისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს, რამაც მისი დასახიჩრება ან დაღუპვა გამოიწვია. აღნიშნული 1 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ფაქტზე გამოძიება 8 აპრილს დაიწყო, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ჰასკის ჯიშის მაკე ძაღლი ახალგაზრდა მამაკაცმა კორპუსის მე-12 სართულიდან გადმოაგდო, რის გამოც ძაღლის მდგომარეობა მძიმეა.

ძაღლი თბილისში ვეტერინალურ კლინიკაში გადმოიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. მუცლად მყოფი ლეკვები მკვდრები არიან, თავად ძაღლს კი მრავლობითი მოტეხილობა და შიდა სისხლდენა აღენიშნებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g