LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცი, რომელმაც მსოფლიო აალაპარაკა – მიკელე მორონე სერიალიდან „365 დღე“, რომელზეც დღეს ყველა ქალი შეყვარებულია

634
მიკელე-მორენო

იტალიელი მოდელი, მომღერალი და მსახიობი, 31 წლის მიკელე მორონე დღეს ალბათ ყველაზე პოპულარული მსახიობია ევროპაში. მიუხედავად იმისა, რომ მორონეს ანგარიშზე არაერთი კინოროლია ძირითადად იტალიურ და პოლონურ ფილმებში, მას საქვეყნო აღიარება მოუტანა ეროტიკულმა სერიალმა „365 დღე“, რომელიც ეკრანებზე 2021 წელს გამოვიდა.

მიკელემ კარიერა თეატრიდან დაიწყო და მალევე კინოში გადავიდა. მორონეს მამა მშენებელი იყო, დედა, მკერავი. მან მსახიობობა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ჰარი პოტერის შესახებ პირველი ფილმი ნახა. მაშინ ის 11 წლის იყო.

მისი პირველი როლი იყო ფილმში „მეორე შანსი“. ამას მოჰყვა პოპულარული ფილმები, „როგორც დელფინი“, „მასწავლებელო, კიდევ სცადე“, „სირენა“, „პროცესი“ და სხვა. 2019 წელს მიკელემ მონაწილეობა მიიღო დრამაში „ჯუზეპეს ბარი“, თუმცა საქვეყნო აღიარება მას მოუტანა მასიმო ტორიჩელის როლმა ეროტიკულ მელოდრამაში „365 დღე”. გარდა სამსახიობო კარიერისა, მორონე მღერის და არაჩვეულებრივად უკრავს გიტარაზე. 2014 წელს მიკელე დაქორწინდა დიზაინერ რუბა სადზე, რომლისგანაც ორი ვაჟი ჰყავს , წყვილი ამჯერად განქორწინებულია. შეიძლება თამამმად ითქვას, მიკელე მორონე დღეს ყველაზე პოპულარული მამაკაცი მსახიობია ევროპაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g