LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცი, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიარა, 4-ჯერ კინაღამ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს

108
split-image-of-indy-in-namibia-a

ამერიკელმა კაცმა მსოფლიოს ყველა ქვეყანა მოიარა და ამასობაში ჯაშუშობაში 4-ჯერ დაადანაშაულეს. ამის შესახებ გინესის რეკორდების წიგნი წერს.

29 წლის ინდი ნელსონმა მოგზაურობა 22 წლის ასაკში, უნივერსიტეტის დასრულებისთანავე დაიწყო. 7 წლის განმავლობაში მან მსოფლიოს ყველა ქვეყანა მოიარა – მათ შორის ზოგიერთი, მაგალითად ჩრდილოეთ კორეა, რამდენჯერმეც კი.

2024 წელს ნელსონი გახდა რეკორდსმენი იმ ავიაკომპანიების რაოდენობით, რომელთა რეისებიც ოდესმე გამოუყენებია. მთლიანობაში მოგზაურს 170 ავიაკომპანიის ბორტი აქვს გამოცდილი.

როგორც მამაკაცი ამბობს, მოგზაურობის დროს რაიმე სერიოზული პრობლემა არ ჰქონია. მან შეძლო ენახა ის ადგილებიც კი, სადაც შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს. თუმცა, მას 4-ჯერ ჯაშუშობაში ადანაშაულებდნენ. მსგავსი გამოცდილება მოგზაურმა ირანში, ლიბიაში, რუსეთსა და პაპუა-ახალ გვინეაში მიიღო. ნელსონი 4-ჯერ დააპატიმრეს და ამდენჯერვე მოუწია ბრალდების უარყოფა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები