ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხეა და პრეზიდენტის განცხადება დროული იყო, ამის შესახებ რადიო „ფორტუნას“ „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ განაცხადა. მისივე თქმით, პრეზიდენტის ვალია აქტიურად ჩაერთოს აღნიშნულ პროცესებში.
„ადგილი აქვს სამოქალაქო დაპირისპირებას, ხოლო სამოქალაქო დაპირისპირებიდან კონსტიტუციური წესრიგის რღვევამდე ერთი ნაბიჯია,“ – აცხადებს კაციტაძე.
„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერი მიიჩნევს, რომ უნდაა ჩაერთონ კონსულტაციებში როგორც პოლიტიკური პარტიები, ისე არასამთავრობო სექტორი და დიპლომატიური კორპუსი.