LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცმა ცოლთან ერთად გატარებული ლოკდაუნის შემდეგ 450 კმ. ფეხით იარა

110
-115927147-mediaitem115927145

იტალიელმა მამაკაცმა მეუღლესთან წაკინკლავების შემდეგ ჰაერის ჩასუნთქვა გადაწყვიტა და შემთხვევით 450 კილომეტრი გაიარა. შემთხვევა ლოკდაუნის დროს მოხდა.

მამაკაცს სოციალურ ქსელში „ფორესტ გამპი“ შეარქვეს, რადგან ლეგენდარულმა კინო გმირმაც ათასობით მილი ფეხით გაიარა.

რაც შეეხება კარანტინით გადაღლილ იტალიელს, ის პოლიციამ ღამის 2 საათზე ადრიატიკის ზღვის სანაპიროსთან გააჩერა ანუ სახლიდან, კომოს ტბიდან 450 კმ–ს მოშორებით. ამ დროისთვის მამაკაცს გზაში ერთ კვირაზე მეტი ქონდა გატარებული.

48 წლის „ფორესტ გამპი“ კომენდანტის საათის დარღვევისთვის 400 ევროთი დააჯარიმეს, რითაც ინტერნეტ მომხმარებელთა კრიტიკა დაიმსახურეს. იტალიელი სოციალურ მედიაში ნამდვილ გმირად შერაცხეს და მისთვის ახალი ფეხსაცმლის საყიდლად ფულის შეგროვებაც კი დაიწყო.

თავად დაკავებულმა პოლიციას უთხრა, რომ – „აქამდე ფეხით მოვედი, არანაირი ტრანსპორტი არ გამომიყენებია. გზაში კეთილი ადამიანები საკვებს და სასმელს მთავაზობდნენ. თავს კარგად ვგრძნობ, უბრალოდ ცოტა დავიღალე.“

სამართალდამცავებმა დოკუმენტების შემოწმების შემდეგ გაარკვიეს, რომ დაკარგულს მეუღლე ეძებდა და დასახმარებლად პოლიციას რამდენჯერმე მიმართა.

ასე რომ გზააბნეულ იტალიელს სავარაუდოდ, მაინც სახლში დააბრუნებენ.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g