LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცმა მეხანძრის ფორმა ჩაიცვა და სახლების ძარცვა დაიწყო

105
f45437cc-a40b-4a6c-a811-90a6f30cfefe-AP25013228289522

ლოს-ანჯელესში დააკავეს მძარცველი, რომელიც დანაშაულს მეხანძრის ფორმაში გადაცმული ჩადიოდა. ამის შესახებ ABC 7 წერს.

შერიფის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააპატიმრეს მამაკაცი, რომელიც სახლებს მალიბუში ძარცვავდა. ეჭვმიტანილმა ჩაიცვა მეხანძრის ფორმა და შეიჭრა სახლში, რომელიც ევაკუაციის ზონაში მდებარეობდა და მეპატრონეები ადგილზე აღარ იმყოფებოდნენ. მძარცველი ლოს-ანჯელესის პოლიციას გადასცეს.

სამართალდამცავთა ინფორმაციით, ხანძრის პერიოდში, რომელმაც ლოს-ანჯელესის თუ მისი შემოგარენის დიდი ტერიტორია დააზიანა, დაზარალებული ზონების სიახლოვეს 29 ადამიანი დააკავეს. მათ დაარღვიეს კომენდანტის საათი და დაკავებულთა უმრავლესობა მაროდიორობასაც არ ერიდებოდა.

„არიან ადამიანები, რომლებიც წავლენ ყველაფერზე, რათა ამ ტრაგედიის მსხვერპლები გამოიყენონ“, – განაცხადა ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა. კომენდანტის საათი კი რაიონებში უსაფრთხოების დაცვისთვის აუცილებელი ზომაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები