LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცმა ქალს ერთ დღეში 100-ჯერ დაურეკა და ციხეში მოხვდა

107
კაცმა ქალს ერთ დღეში 100-ჯერ დაურეკა და ციხეში მოხვდა

იაპონიაში კაცი ადევნებისთვის ციხეში მოხვდა. გამოცემა Oddity Central-ის ინფორმაციით, მან ცოლს ერთ დღეში 100-ზე მეტჯერ დაურეკა.

10 ივლისს, ჰიოგოს პრეფექტურის 31 წლის მაცხოვრებელმა უცნაური ზარების მიღება დაიწყო. ვიღაც რეკავდა და დუმდა მანამ, სანამ ქალი ყურმილს არ კიდებდა. ეს ყველაფერი რამდენიმე კვირა გრძელდებოდა, თანაც ზარები ანონიმური ნომრიდან შემოდიოდა, ამიტომ იაპონელს მათი დაბლოკვა არ შეეძლო. უცნობი ქალს დღეში 100-ჯერ მაინც ურეკავდა.

გარკვეული დროის შემდეგ ქალმა შეამჩნია, რომ მას არ ურეკავდნენ მხოლოდ ღამით და მაშინ როცა ქმრის ტელეფონით თამაშობდა. ქალმა ქმარზე მიიტანა ეჭვი და შედეგად პოლიციასაც მიმართა.

4 სექტემბერს კაცი დააპატიმრეს. „მე მიყვარს ჩემი ცოლი და მას უბრალოდ ვურეკავდი, არაფერს არ ვეუბნებოდი.“ – განაცხადა მან.

როგორც გამოცემამ დააზუსტა იაპონიაში ოჯახები სამსახურის გამო ხშირად ცხოვრობენ ცალ-ცალკე. ამიტომ შემთხვევები, როცა წყვილი ერთმანეთზე ეჭვიანობს და ამის გამო დევნასაც არ ერიდება, საკმაოდ ხშირია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები