LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცობრიობის საბოლოო მისია “ხის დარგვაა”: დღეს ხის დარგვის საერთაშორისო დღეა

1051
Capture

არაერთი საუკუნის განმავლობაში ისმოდა კითხვა თუ რა არის ცხოვრების არსი და რა მისია აკისრია ადამიანს. ამის შესახებ კი არაერთი ფილოსოფიური აზრი დაიბადა, თუმცა საბოლოოდ ერთი ჭეშმარიტება ჩამოყალიბდა, რომ ამ ქვეყნად ადამიანის საბოლოო მისია ხის დარგვა, სახლის აშენება და შვილია. იოლი მისახვედრია, რომ ხის დარგვის ვალდებულება, გარემოზე ზრუნვას ნიშნავს.

რაც ეკოსისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხის დარგვით თითოეულ ადამიანს, ნებით თუ უნებლიეთ, წვლილი შეაქვს ბუნებაში არსებული ბალანსის შენარჩუნებაში.

22 ოქტომბერი სწორედ ამ დღეს ეძღვნება. „ხის დარგვის საერთაშორისო დღე“ 1874 წელს დაარსდა. მისი დამაარსებელი კი ამერიკელი ბოტანიკოსი სტერლინგ მორტონია. ხიდ დარგვის პირველი დღე ქალაქ ნებრასკა-სიტიში გაიმართა.

 

ამ დღის ისტორია

1872 წელს ნებრასკას შტატში სოფლის მეურნეობის სამმართველოს სხდომაზე მორტონმა შეთავაზა ყოველწლიურად ტერიტორიის გამწვანებისადმი მიძღვნილი დღე შემოეღოთ. სხდომის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს, ხოლო მოსახლეობამ აქტიური მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში. აქციის წარმატება გასაოცარი იყო: პირველ დღესასწაულზე, რომელსაც “ხის დღე” უწოდეს (Arbor Day), დაახლოებით მილიონი ხე დაირგო. 10 წელიწადში ეს დღე შტატის ოფიციალური დღესასწაული გახდა. საუკუნის შემდეგ, 1970 წელს ეს დღე ეროვნული დღესასწაულიც გახდა და მას დედამიწის დღე უწოდეს. 1990 წლიდან ამ მოვლენამ საერთაშორისო გაქანება ჰპოვა.

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ქვეყნები ხის დარგვის დღეს სხვადასხვა დღეს აღნიშნავენ. მაგალითად: ბელგია, იტალია, პორტუგალია – 21 მარტი; გერმანია – 25 აპრილი; უკრაინა – აპრილის მესამე შაბათს; იაპონია – 4 მაისი; ეგვიპტე – 15 იანვარი; მექსიკა – ივლისის მეორე ხუთშაბათს და ა.შ.

დღევანდელ დღესთან დაკავშირებით FAO ოფიციალურ გვერდზე რამდენიმე სასარგებლო რჩევას აქვეყნებს:

შემოდგომა საუკეთესო სეზონია ხის დასარგავად. დააკვირდით თქვენს ქალაქში თუ როგორ იზრდება ბუნებრივად ხეები, თუმცა საკუთარი ხის დარგვა ყველაზე მარტივია. დარგვისას თავიდან მისი ხშირად მორწყვა დაგჭირდებათ, რადგან ამ პროცესმა ხელი შეუწყოს გაზრდაში. მის გაზრდასთან ერთად მისი ფესვები თანდათან, ხის გვირგვინის ემსგავსება და ყალიბდება. მხოლოდ გაზრდის შემდეგ შეგიძლიათ მორწყვის სიხშირის შემცირება.

დღევანდელ დღეს მსოფლიოს არაერთი ქვეყანა აღნიშნავს. მისია კი საერთოა, რომ თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, ხელი შეუწყოს ეკოსისტემას, ჟანგბადის ბალანსს და მსოფლიოს სამომავლო სიცოცხლეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g