LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცს, რომელიც არასრულწლოვან დისშვილს 7 წლის განმავლობაში აუპატიურებდა, 20 წლით პატიმრობა მიესაჯა – PHR

209
Untitled design (2)

თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო კაცი, რომელიც 2006-2013 წლებში სისტემატურად აუპატიურებდა 14 წლის ასაკს მიუღწეველ დისშვილს – ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) ავრცელებს.

PHR-ის ცნობით, სასამართლომ მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

„დაზარალებულმა პოლიციას სექსუალური ძალადობიდან დაახლოებით 9 წლის შემდეგ მიმართა. გაუპატიურების ფაქტიდან ხანგრძლივი დროის გასვლის მიუხედავად გამოძიებამ დაზარალებულის აქტიური ჩართულობით შეაგროვა საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების დასადასტურებლად.

მოსამართლე: იზა კელენჯერიძე; პროკურორი: თორნიკე მახათაძე; საქმეში ჩართული იყო მოწმის და დაზარალებულის კოორდინატორი ანა სოსელია. საქმეზე მუშაობს PHR-ის ადვოკატი ანა თავხელიძე“, – წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g