საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის, ბრალდებულს დაზარალებულის გარდაცვალების შემდეგ ბრალდება დაუმძიმა, – ამის შესახებ განცხადებას პროკურატურა ავრცელებს.
პროკურატურის განმარტებით, დაზარალებული ბრალდებულის მიერ მიყენებული დაზიანებების შედეგად 2 ოქტომბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
„ბავშვობაში ავტოავარიაში მამა და ორი და დაკარგა. ერთადერთი საყრდენი დედა დარჩა – ფონდის მიზანია თანხის შეგროვება, რათა ოჯახს დავუდგეთ გვერდით“ – მხარდაჭერა სჭირდება ქალს, რომელსაც ყოფილმა ქმარმა ბენზინი შეასხა და მის დაწვას შეეცადა
როგორც ახლობლები აცხადებენ, შექმნილია სპეციალური ანგარიში, სადაც ნებისმიერს შეუძლია ფინანსური მხარდაჭერის გაწევა. ხოლო მიღებული თანხა სრულად მოხმარდება თათიას სამედიცინო ხარჯებს, მომავალი ოპერაციებისა და რეაბილიტაციის დაფინანსებას, აგრეთვე ოჯახის ყოველდღიურ საჭიროებებს.
უწყების ცნობით, დაკავებულს უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 სექტემბერს, კასპში, ბრალდებულმა ყოფილ მეუღლეს ჯერ ჭრილობები მიაყენა,შემდეგ ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. დაზარალებული მიყენებული დაზიანებების შედეგად 2 ოქტომბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით უკვე შეფარდებული აქვს პატიმრობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
⭕ პროკურორის თქმით, ბრალდებული დაზარალებულს შერიგებას სისტემატურად სთხოვდა, „უარის მიღების შემდეგ კი, მისი განსაკუთრებული სისასტიკით მოკვლა განიზრახა“. ვრცლად იხილავთ კომენტარში ⬇️
Posted by Radio Fortuna FM 106,9 on ორშაბათი, 29 სექტემბერი, 2025
ცნობისთვის, შემთხვევა კასპში მოხდა. ე.წ. მირიანის დასახლებაში, მამაკაცმა ყოფილ ცოლს ქიმიური ნივთიერება შეასხა, რის შედეგადაც ქალმა დამწვრობა მიიღო. პოლიციამ აღნიშნული პიროვნება დააკავა.