LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაცურად დამიდგა გვერდში.. შეეძლო და აბსოლუტური უფლება ჰქონდა, არ ჩარეულიყო, მაგრამ ჩემი ციხეში ყოფნის დროსაც და სხვა შემთხვევაშიც სალი კლდესავით იდგა – ბესო კალანდაძის სიყვარულის ისტორია

3101
Untitled design (32)

მომღერალი ბესო კალანდაძე გადაცემა „ნიკოლოზის კითხვებს“ სტუმრობდა. მომღერალმა მისი სიყვარულის ისტორიაზე ისაუბრა.

„მიხარია, რომ ჩვენ ეს ნაბიჯი გადავდგით. მედეა ძალიან ძლიერი ქალი აღმოჩნდა, როცა მჭირდებოდა, კაცურად დამიდგა გვერდში. შეეძლო და აბსოლუტური უფლება ჰქონდა, არ ჩარეულიყო, მაგრამ ჩემი ციხეში ყოფნის დროსაც და სხვა შემთხვევაშიც სალი კლდესავით იდგა და მხარი დამიჭირა.

35 წლის ვიყავი, როდესაც დავოჯახდით. 1989 წელს ერთად ვიყავით ისრაელში გასტროლებზე. ის მოცეკვავე ანსამბლში იყო. მე, ირმა სოხაძე, მისი მეუღლე და თამუნა ამონაშვილი კი კვარტეტი ვიყავით . მაშინ მოხდა ჩემი და მედეას დაახლოება. წელიწადნახევარში დავქორწინდით. დაოჯახების შემდეგ მან ცეკვას თავი დაანება. ის ასევე ყოოფილი კალათბურთელია, ახალგაზრდობაში საქართველოს ნაკრების წევრიც იყო“. – ამბობს ბესო კალანდაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g