LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„კადიროველი სხვა რამეა, ამ ადამიანების ცხოვრების წესი და მანერა შეიძლება არ მოგწონდეს, მაგრამ კადიროველებად მათი მონათვლა, არასწორია“ – ვოლსკი

142
გია ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას და ფოტომასალს, რომლის თანახმადაც, საქართველოში, სავარაუდოდ, ჩეჩნეთიდან ჩამოსული პირები იმყოფებიან.

სამხარაძე: გროზნოს გადაყენებული მერი და კადიროვის დაჭერილი ბიზნესმენი იყო ჩამოსული – არც ერთს ოკუპაციის კანონი დარღვეული არ ჰქონდა

გია ვოლსკის თქმით, „კადიროველებად მათი მონათვლა, არასწორია“.

„ამ ადამიანების ცხოვრების წესი და მანერა არის ერთი თემა, რომელიც შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, მაგრამ კადიროველებად და დივერსანტებად მათი მონათვლა, არასწორია.

შექმნილ ვითარებაში საზოგადოებისთვის ყველა სტუმარი შეიძლება მისაღები არ იყოს, ან ყველა სტუმართან დაკავშირებით კითხვები არ არსებობდეს, მაგრამ გროზნოს ყოფილი მერი, გადაყენებული, ბიზნესმენი, რომელსაც გარკვეული ფულადი რესურსი გააჩნია, კადიროველებად მონათლო და დააბრალო, რომ საქართველოში დივერსიული, კონსპირაციული მიზნებით შემოვიდნენ, არასწორია.

შეიძლება ამასთან დაკავშირებით სხვა აზრი გქონდეს, ერთი ადამიანი ერთს ფიქრობს და მეორე – სხვანაირად, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ის თემა არ არის, რომლითაც შეიძლება ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების საკითხი რაიმე საეჭვო გარემოებაში აღმოჩნდეს. კონტროლი ინტენსიურია ნებისმიერ ადამიანთან მიმართებით, ვინც საქართველოს საზღვარს ჰკვეთს.

კადიროველი სხვა რამეა. კადოროველი არის თემა, რომელიც „ბოევიკების“ ჯგუფს, შეიარაღებული დაჯგუფების ადამიანებს უკავშირდება. ესენი ჩამოსულები არიან რუსეთის ფედერაციიდან – კავკასიიდან, რომელსაც საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა 2010 წლიდან აქვს“, – თქვა გია ვოლსკიმ.

დავითულიანი: „არავის გვინდა, კადიროველი ბიზნესმენების სათარეშოდ იქცეს ქვეყანა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g