მომღერალ ნატალია ქუთათელაძეს რამდენიმე დღის წინ მამა გარდაეცვალა. ამის შესახებ მომღერალმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა.
„მამიკო“ – ნატალია ქუთათელაძეს მამა გარდაეცვალა
ახლახან, ნატალიამ სოციალურ ქსელში მამასთან ერთად გადაღებული რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა. კადრებიდან ერთ-ერთი კი ნატალიას ბავშვობის პერიოდს ასახავს, ერთ-ერთი ფოტო სწორედ მშობლებთან – ეკა მამალაძესთან და მერაბ ქუთათელაძესთან ერთად არის გადაღებული.


შეგახსენებთ, მერაბ ქუთათელაძე ეკა მამალაძის მეორე მეუღლე იყო. მომღერალმა მასზე 31 წლის ასაკში იქორწინა. როდესაც წყვილი ერთმანეთს დაშორდა, ნატალია ქუთათელაძე 12-13 წლის იყო.