LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კადრები, რომელსაც ცრემლების გარეშე ვერ ნახავთ – 69 წლის ჯეკი ჩანი თავისი ძველი ფილმების ყურებისას ატირდა

455
ჯეკი-ჩანი

სოციალურ ქსელში უდიდესი გამოხმაურება გამოიწვია ჯეკი ჩანის უახლესმა ვიდეომ, სადაც 69 წლის ლეგენდა ახალგაზრდა გოგონასთან ერთად, თავისი ძველი ფილმების ნაწყვეტებს ადევნებს თვალს.

მასთან ერთად იმყოფება ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ვიდეოში მოხსენიებულია, როგორც მისი ქალიშვილი და სცენაც სწორედ მამა-შვილის დიალოგს აღწერს.

აღმოჩნდა, რომ ეს არის კადრები უახლესი ფილმიდან,  სადაც ჯეკი ჩანი მთავარ როლს ასრულებს, მისი პარტნიორი კი ფილმში, ლუ ხაოცუნია. მსახიობი ჰყვება, როგორი მტკივნეული იყო ფილმებში საყოველთაოდ ცნობილი ილეთების შესრულება და რა დაბრკოლებების გადალახვა მოუწია მას. ვიდეოს ფონად ადევს ლეგენდარული Keane -ის ჰიტი Somewhere Only We Know, რომლის ახალ ვერსიასაც Gustixa & Rhianne ასრულებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები