18 წლის გოგონა, რომელმაც 20 ივნისს, პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის დარბევისას თვალი დაკარგა, “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ვიდეოკადრებს აქვეყნებს და წერს: “ამ კადრების მერე ვინმეს გამართლებას რომ შეეცდებით, რა უნდა გელაპარაკოთ”.
მარკეტის ფარგლებში საქართველოში მოქმედი სტარტაპები თავიანთ პროდუქციას ყიდიან.
პარლამენტთან აქციაზე მაკო გომურის პრინტით მაისურები იყიდება [ფოტო]
ვიდეოში ჩანს, აქციის დასისხლიანებული და დაშავებული მონაწილეები როგორ გადაჰყავთ სასწრაფო დახმარების ბრიგადებს. მათ შორის არის თავად მაკო გომურის კადრებიც.
https://www.facebook.com/gaiusmariuso/videos/10220191473036026/UzpfSTEwMDAwODcwNjYzMjA0MToyMTEzNjM0NjA1NjAzNDA3/
შეგახსენებთ, 20 ივნისს, რუსთაველზე მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქცია ცრემლსადენი გაზით, რეზინის ტყვიებით და წყლის ჭავლით დაშალეს. შედეგად 240 ადამიანი დაშავდა, ორმა მოქალაქემ კი თვალი დაკარგა. მათ შორის 18 წლის მაკო გომურია.