„რა თქმა უნდა, საქართველოში განვითარებული მოვლენები საკმაოდ შემაშფოთებელია და ვიმსჯელებთ, რა შეიძლება კიდევ გავაკეთოთ“, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა.
კალასამა საქართველოს შესახებ, ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე ჟურნალისტებთან ისაუბრა:
„ჩვენ განვიხილავთ საქართველოს საკითხსაც. რა თქმა უნდა, იქ განვითარებული მოვლენები საკმაოდ შემაშფოთებელია და ვიმსჯელებთ, რა შეიძლება კიდევ გავაკეთოთ.
ლევან მახაშვილი: „ცხელმა თავებმა“ ყველა სახის იარლიყი მოგვაწებეს, სინამდვილეში, ერთადერთი, რასაც ვაკეთებდით, იყო ქვეყნის გადარჩენა – უკრაინაში რუსეთის ომის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები კი ადასტურებს, რომ საქართველომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღო“
„ამ რთული პერიოდის გადალახვა მხოლოდ ერთმანეთის მხარდაჭერით შეგვიძლია და არა ერთმანეთის შიდა პოლიტიკურ პროცესებში უკანონო საგარეო ჩარევითა და დეზინფორმაციით ერთმანეთისთვის ძირის გამოთხრით“.
დავაყენეთ სანქციების საკითხი მათ წინააღმდეგ, ვინც ძალადობას იყენებს მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. ჯერჯერობით ვერ მოვახერხეთ ორი ევროპული ქვეყნის დარწმუნება, რომ ასევე დაეთანხმონ ამას, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ მცდელობას“. – განაცხადა კაია კალასმა.