LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაია კალასი: „გრძელვადიანი მშვიდობისთვის რუსეთმა უნდა გაიყვანოს საკუთარი ჯარები ყველა ოკუპირებული ტერიტორიიდან, მათ შორის საქართველოდან“

121
კაია კალასი

„სიმართლეა, რომ რუსეთს ბევრი ტერიტორია აქვს ოკუპირებული და მისი ჯარები სხვადასხვა ნაწილში არიან განლაგებული, როდესაც საქმე ეხება საქართველოს, მოლდოვას. ნათელი იქნება, რომ გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად ისინი გაიყვანენ ძალებს ყველა იმ ოკუპირებული ტერიტორიიდან, სადაც ამჟამად იმყოფებიან“, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

კაია კალასმა უპასუხა „ევროსკოპის“ შეკითხვას, ეხებოდა თუ არა რუსეთთან მოლაპარაკებებზე საუბრის დროს მისი იდეა და წინადადებები რუსეთის ჯარების ოკუპირებული ტერიტორიებიდან, მათ შორის საქართველოდან გაყვანას.

„რა თქმა უნდა, ზოგი ამბობს, რომ ეს მოთხოვნები არარეალურია, მაგრამ მოდით, ვიყოთ გულახდილები, რუსული მხარის მოთხოვნები საერთოდ არარეალურია. ისინი ითხოვენ ტერიტორიებს, რომლებიც სამხედრო გზითაც კი არ დაუპყრიათ, დიპლომატიური გზით. ასე რომ, ეს კეთდება იმისათვის, რომ მოლაპარაკებების სიტუაცია ოდნავ დაბალანსდეს და ყურადღება რეალურად გადატანილ იქნას პრობლემაზე, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთი აგრძელებს თავის მეზობლებზე თავდასხმას“, – განაცხადა კაია კალასმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g