LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაილი ჯენერი და ტრევის სკოტი ისევ ერთად არიან (ფოტო)

601
11875376-0-image-a-37_1554410200858

გავრცელებული ჭორები, თითქოს კაილი ჯენერი და ტრევის სკოტი ერთმანეთს დაშორდნენ, სიმართლეს არ შეესაბამება. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 27 წლის რეპერი 21 წლის სატელევიზიო სახეს ღალატობდა, მედიაში გასულ თვეს გავრცელდა, თუმა ახლახან ქსელში გამოქვეყნებული კადრები მოწმობს, რომ მოარულ ხმებს ვარსკვლავური წყვილის ურთიერთობაზე საერთოდ არ უმოქმედია.

საქმე ისაა, რომ მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერმა ,,ინსტაგრამზე” რომანტიკული დასვენების ამსახველი შავ-თეთრი ფოტოები გამოაქვეყნა, რომლებზეც შტორმის მშობლები აუზში, საკმაოდ პიკანტურ პოზებში არიან გადაღებული.

შეგახსენებთ, რომ კაილი ჯენერი და ტეევის სკოტი ერთმანეთს 2017 წლის აპრილიდან ხვდებიან. მათი პირველი საერთო ქალიშვილი, შტორმი ქვეყანას 2018 წლის 1 თებერვალს მოევლინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები