დები კარდაშიანები პოპულარობის მოპოვებას განაგრძობენ. ამ დღეებში კიმმა, კორტნიმ, ქლოემ, კენდალმა და კაილიმ ინდივიდუალური lifestyle-საიტები შექმნეს, სადაც სილამაზეზე, მათ სტილზე, საყვარელ ტანსაცმელსა და აქსესუარებზე წერენ. დებმა საიტების მობილური ვერსიების წარმოადგინეს.
ამ მომენტისთვის iTunes-ზე ჩამოტვირთვების მხრივ კაილი ჯენერი ლიდერობს. დასავლური ტაბლოიდები მიიჩნევენ, რომ სწორედ ის დაჩრდილავს კიმ კარდაშიანს მალე.
18 წლის კაილი ყველაზე მეტად ჰგავს ცნობილ დას ფორმებით. იგი სხვა დანარჩენითაც ცდილობს დაემსგავსოს კიმს: ბოლო დროს გაიდიდა ტუჩები, დაიწყო მისის უესტის სტილში ჩაცმა. რაც შეეხება სოციალურ ქსელებს, კაილი თავის მეგაპოპულარულ დას მხოლოდ 10 მილიონით ჩამორჩება, ასე რომ, სრულიად შესაძლებელია, უახლოეს მომავალში ის პირველიც გახდეს.