მიმდინარე წლის 1 თებერვალს, კაილი ჯენერი დედა პირველად გახდა. 21 წლის ჯენერსა და მის ბოიფრენდ რეპერს, ტრევის სკოტს ქალიშვილი შეეძინათ.
აღსანიშნავია, რომ მშობიარობიდან მალევე რეალითი შოუს ვარსკვლავმა სოციალურ ქსელში ფოტოები განათავსა და ხაზი იდეალურ ფიგურას გაუსვა.
კარდაშიანების ნახევარდა არც ამჯერად ერიდება სხეულის დემონსტრირებას და ,,ინსტაგრამზე” ახალ ფოტოებს პატარასთან ერთად აქვეყნებს. დედა-შვილი ზაფხულს მაიამის სანაპიროზე აგრძელებს.
შეგახსენებთ, რომ კაილიმ და ტრევის სკოტმა ურთიერთობა 2017 წლის გაზაფხულზე დაიწყეს.

იქამდე კაილი ასევე რეპერ, Tyga-ს ხვდებოდა.
