რამდენიმე დღის წინ, კაილი ჯენერი 20 წლის გახდა. მრგვალი იუბილე ცნობილმა ქალბატონმა მეგობრების გარემოცვაში ტრადიციულად ხმაურიანად აღნიშნა, ხოლო ამ თარიღთან დაკავშირებით მან საკუთარი კოსმეტიკური ხაზი Kylie Cosmetics გამოუშვა.
რამდენიმე დღის წინ, კაილიმ თავის ”ინსტაგრამზე” ვიდეომიმართვა განათავსა, სადაც ამბობს, რომ კოსმეტიკის გაყიდვებიდან შემოსული თანხა საქველმოქმედო ფონდში Teen Cancer America გადაირიცხება, რომელიც სიმსივნით დაავადებულ ადამიანებს ეხმარება.
კაილის მხარდაჭერა მუსიკოსმა ჰარი ჰადსონმაც გამოხატა, რომელმაც ცოტა ხნის წინ ეს დაავადება თავადაც დაამარცხა.