კაილი ჯენერსა და ტრევის სკოტს განშორებისგან გამოწვეულ რთულ პერიოდი უდგათ, როგორც ჩანს, 22 წლის კაილის არა მხოლოდ ოჯახის წევრები და მეგობრები, არამედ ყოფილი შეყვარებული, 29 წლის რეპერი Tyga უწევს მორალურ დახმარებას.
წინა ღამე რეალითი შოუს ვარსკვლავმა ყოფილ ბოიფრენდთან ერთად გაატარა, ისინი დასავლეთ ჰოლივუდში შენიშნეს, კაილი ჯერ თავის მეგობრებთან ერთად ღამის კლუბში ერთობოდა, შემდეგ კი თავისი ლურჯი როლს-როისით სასტუმრო Sunset Marquis -ისკენ გაეშურა, სადაც რეპერის ხმისჩამწერი სტუდია მდებარეობს.
https://www.instagram.com/p/B3J8RTjnA3L/?utm_source=ig_embed
ინსაიდერების თქმით, წყვილმა განშორების შემდეგ მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნება მოახერხა. შეგახსენებთ, ისინი ერთმანეთს 2015-2017 წლებში ხვდებოდნენ.