LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაილი მინოუგი 19 წლით უმცროს მეგობარ მამაკაცს ცოლად მიყვება

78

ავსტრალიელი მომღერალი კაილი მონოუგი ბრიტანელ მსახიობ ჯოშუა სესს მხოლოდ 4 თვეა ხვდება, თუმცა უკვე მზად არის, მას ცოლად გაჰყვეს. რამდენიმე დღის წინ მინოუგის თითზე პაპარაცებმა, სავარაუდოდ, ნიშნობის ბეჭედი დააფიქსირეს.

47 წლის კაილის მასსა და ჯოშუას შორის დიდი ასაკობრივი სხვაობა სულაც არ უქმნის დისკომფორტს. იმის მიუხედავად, რომ სესი მხოლოდ 28 წლისაა, მინოუგი ვიზუალურად მასზე უფროსაც სულაც არ გამოიყურება. თუმცა, მათი რომანი ამ დრომდე მოსვენებას არ აძლევს მომღერლის მეგობრებსა და ახლობლებს, ისინი მიიჩნევენ, რომ ნაკლებადცნობილი მსახიობი კაილის პოპულარობისთვის იყენებს და როდესაც აღარ დასჭირდება, მიატოვებს.

ამჟამად ავსტრალიელი მომღერალი ბრიტანეთში იმყოფება. პაპარაცებმა წყვილი ღამის კლუბ Chiltern Firehouse-ში დააფიქსირეს. მანამდე კი მინოუგმა და სესმა ორი კვირა ჟენევაში გაატარეს. სავარაუდოდ, ჯოშუამ კაილის ხელი სწორედ ჟენევაში სთხოვა.

„კაილის ერთი წუთითაც არ უფიქრია, ბრილიანტისთვლიანი ოქროს ბეჭედი დაემალა. პირიქით, მას სურს, ნიშნობის შესახებ მთელმა სამყარომ იცოდეს. ის ჯოშუასთან ერთად ბევრს მოგზაურობს, რამდენიმე დღე გაატარეს ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად, ისრიალეს თხილამურებით… ჯოშუამ მეგობრებს და ნათესავებს უთხრა, რომ საკუთარი ოცნების ქალს შეხვდა, ასე რომ არავის გაკვირვებია, როდესაც მან მინოუგს ხელი სთხოვა,“ – განაცხადა წყვილთან დაახლოებულმა წყარომ გამოცემასთან The Sun.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g