47 წლის მომღერალი კაილი მინოუგი ლონდონში, ერთ-ერთ კონცერტზე 27 წლის მეგობარ მამაკაცთან, მსახიობ ჯოშუა სესთან ერთად გამოჩნდა. ფოტოებმა, სადაც წყვილი ხელჩაკიდებული ჩანს, მსოფლიოს უამრავი პორტალი და თითქმის ყველა სოცქსელი აალაპარაკა.
მომხიბვლელი ახალგაზრდა მამაკაცი საკუთარ ასაკზე მეტად გამოიყურება,ფოტოზე მას ძველმოდური კოსტუმი, ბაფთა და წვერი აქვს. კაილი კი პირიქით, ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურება და ძნელი წარმოსადგენია, რომ მათ შორის 20 წლიანი სხვაობაა.
მომღერალი ჯოშუამდე 5 წლის განმავლობაში ესპანელ მოდელ ანდრეს ვალენკოსოს ხვდებოდა, რომელიც მინოუგზე 10 წლით უმცროსია.