კაილი მინოუგმა მონაწილეობა მიიღო ავსტრალიური მუსიკალური დუეტის, Nervo-ს ვიდეოში და ამ გზით კოლეგებს მხარდაჭერა გამოუცხადა. კაილისთან ერთად ვიდეოში ასევე ნაილ როჯერსი და ჯეიკ შირზი ჩანან.
კლიპის გადაღებები ლონდონის ერთ-ერთ სახლში მიმდინარეობდა და მიუხედავად იმისა, რომ კაილის სტილი შორს არის Nervo-ს მიმდინარეობასთან, ავსტრალიელი ლამაზმანი მოხიბლული დარჩა ელექტრონული დუეტის ნამუშევრით.
სიმღერა სახელწოდებით „The Other Boys“ მათ ალბომში „Collateral“ შედის, რომლის რელიზიც მიმდინარე ზაფხულში შედგა.