LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაილი მინოუგი და ჯოშუა საასი საიდუმლოდ დაქორწინდნენ

96

მედია ამტკიცებს, რომ მომღერალი კაილი მინოუგი მეგობარ მამაკაცზე, ჯოშუა საასზე საიდუმლოდ დაქორწინდა. წყვილი ერთად ლონდონში გამართულ საქველმოქმედო აქციაზე გამოჩნდა, რომელიც  სიმსივნის პრევენციას მიეძღვნა. მინოუგი, რომელმაც ცოტა ხნის წინ თავადაც დაამარცხა ეს დაავადება, განსაკუთრებულად გამოიყურებოდა მწვანე კაბაში. ასევე,  კლასიკური სამოსი შეარჩია წვეულებისთვის ჯოშუა საასმაც, რომელიც ასაკით ბევრად პატარაა მინოუგზე.

ღონისძიების ოფიციალურ ნაწილში მინოუგმა სცენაზე რამდენიმე პოპულარული ჰიტი შეასრულა და კიბოს პრევენციის აუცილებლობაზეც ისაუბრა.  საქველმოქმედო აქციას სახელწოდებით Late One For The Boy ასევე ესწრებოდნენ ნიკოლ შერზინგერი, სემუელ ჯექსონი და ევა ჰერციგოვა.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g