კაილი მინოუგი და მისი ახალგაზრდა ბოიფრენდი, ჯოშუა სასა ქორწილისთვის ემზადებიან. 47 წლის კაილი და მისი 20 წლით უმცროსი საქმრო ცერემონიის თარიღს მკაცრად ასაიდუმლოებენ. ავსტრალიელ მომღერალთან დაახლოებული პირები სიხარულით აცხადებდნენ, რომ კაილი უზომოდ ბედნიერია და ეს მის გარეგნობაზეც აისახება.
თუმცა ამ დღეებში გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, რომ მომღერალს ზედმეტი მოუვიდა ბოტოქსი, რომლის შედეგადაც ის კიდევ უფრო დიდად გამოიყურება, ვიდრე სინამდვილეში არის.
ბლოგერები ირონიულად წერენ, რომ ბოტოქსის ინექციის გამო, კაილი ფაიფურის თოჯინას ჰგავს.



