52 წლის პოპ-ვარსკვლავმა, კაილი მინოუგიმ რამდენმე თვის წინ ალბომი გამოუშვა, ნამუშევარმა Disco ბრიტანული მუსიკალური ჩარტების პირველი ადგილი დაიკავა. ის პირველი ქალი შემსრულბელი გახდა, რომელმაც 5 სხვადასხვა ათწლეულის ალბომით ჩარტების მოწინავე პოზიციების დაპყრობა შეძლო.
ახლახანს ვარსკვლავმა „ინსტაგრამზე“ ახალი ფოტოები გაავრცელა. არტისტი ,,მოსკინოსთვის” პოზირებს. მას ტყავის ბერეტი უკეთია და „ქურთუკი-კაბა“ აცვია, რომლის დიზაინი საკმაოდ უცნაურია.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ინფორმაცია გავრცელდა, რომ რობი უილიამსი და კაილი მინოუგი 21 წლის შემდეგ ახალი დუეტით ბრუნდებიან.
„მე მასთან დიდი გეგმები მაქვს. მისთვის სიმღერა დავწერე, თუ ის დამთანხმდება, ეს ძალიან კარგი იქნება“, – განაცხადა უილიამსმა.
„მე მასთან დიდი გეგმები მაქვს“ - რობი უილიამსი და კაილი მინოუგი 21 წლის შემდეგ ახალი დუეტით ბრუნდებიან
„მე მასთან დიდი გეგმები მაქვს. მისთვის სიმღერა დავწერე, თუ ის დამთანხმდება, ეს ძალიან კარგი იქნება“, - განაცხადა უილიამსმა