ჯერ კიდევ ამ წლის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ 47 წლის ავსტრალიელი ლამაზმანი, კაილი მინოუგი 28 წლის მსახიობს, ჯოშუა საასს ხვდებოდა. უკვე დღეს Saturday’s Daily Telegraph აქვეყნებს ოფიციალურ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ წყვილი ქორწინდება. ინფორმაცია გამოცემას თავად წყვილმა დაუდასტურა. აღსანიშნავია, რომ მინოუგისა და საასისთვის ეს პირველი ქორწინებაა.
რამდენიმე თვის წინ პრესაში გაჩნდა კაილი მინოუგის ფოტოები, სადაც მას ნიშნობის ბეჭედი ეკეთა, თუმცა ამ დრომდე მომღერალი ინფორმაციას არ ადასტურებდა. კაილიმ და ჯოშუამ ერთმანეთი გასულ წელს კომედიური სატელევიზიო სერიალის გადაღებების დროს გაიცნეს.