ამ დღეებში კაილი მინოუგის ახალი დისკის, „Golden“ პრემიერა გაიმართა. ალბომი რიგით მე-14 გახდა მომღერლის დისკოგრაფიაში და მას 11 პროდიუსერი ჰყავს, მათ შორის არის თავად კაილიც.
აქამდე ფირფიტის მხარდასაჭერად სინგლები „Stop Me from Falling“ და „Dancing“ გამოვიდა. ეს უკანასკნელი ამერიკული ჩარტის მე-11 პოზიციაზე განთავსდა. ორივე სიმღერაზე ვარსკვლავმა კლიპები გადაიღო.
