47 წლის ავსტრალიელი ლამაზმანი კაილი მინოუგი უინძორის სასახლეში თეთრი ფერის, საქორწინო კაბით გამოცხადა. მომღერალი იმ საპატიო სტუმრებს შორის იყო, ვინც სასახლეში დედოფალ ელიზაბეტის 90 წლის იუბილის აღსანიშნავად დაპატიჟეს. მინოუგის ამ უცნაურ ჩაცმულობას ქორწილის გენერალური რეპეტიცია უწოდეს, რადგან კაბა ცალსახად საქორწინო იყო. მით უმეტეს, რომ მომღერალს თან ახლდა 28 წლის ბოიფრენდი ჯოშია საასი, რომელიც მინოუგს კაბას ყოველ ნაბიჯზე უსწორებდა. სწორედ ისე, როგორც ეს ქორწილში ხდება.
სწორედ ამ კაბით გამოვიდა კაილი მინოუგი სცენაზე. მოგვიანებით კი, დედოფალთან შეხვედრის ცერემონიაზე მომღერალი სულ სხვა ანსამბლით გამოჩნდა.