LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაილი მინოუგმა ახალი სინგლი დააანონსა

67
safe-image

52 წლის პოპ-ვარსკვლავის, კაილი მინოუგის მუსიკალური კარიერაში სიახლეებია. ვარსვლავმა „ინსტაგრამზე“ ვიდეო გაავრცელა და განაცხადა, რომ მიმდინარე კვირას ახალ სინგლს, Say Something გამოუშვებს, რომელიც მის მომავალ ალბომში DISCO  იქნება წარმოდგენილი. თავად ალბომის გამოშვებას კი ის 2020 წლის 6 ნოემბერს გეგმავს.

შეგახსენებთ, „გრემის“ მფლობელმა ავსტრალიელმა მომღერალმა წარმატებას 80-იან წლებში მიაღწია. 2008 წელს ვარსკვლავი საფრანგეთის ლიტერატურისა და ხელოვნების ორდენით დაჯილდოვდა, ამავე წელს მან ბრიტანეთის იმპერიის ორდენის ოფიცერის წოდებაც დაიმსახურა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები