ავსტრალიელ მომღერალს კაილი მინოუგს პატივი ხვდა წილად გაეხსნა საშობაო სეზონი ბრიტანეთში. წითელ–მწვანე კაბაში გამოწყობილმა მომღერალმა ოქსფორდ-სტრიტზე ერთ-ერთი მაღაზიაში ოფიციალურად გახსნა სეზონი და თავისი ახალი საშობაო ალბომიც წარმოადგინა.
47 წლის პოპ ვარსკვლავს ქუჩაში უამრავი ადამიანი შეეგება. სწორედ კაილი მინოუგმა აანთო სპეციალურად დამონტაჟებული ჩირაღდნები, რომელიც დეკორაციის სახით ოქსფორდ-სტრიტზე მთელი შობის პერიოდში ენთება.