46 წლის ავსტრალიელი ლამაზმანი კაილი მინოუგი ბოიფრენდთან, 27 წლის ჯოშუა სასთან ერთად გამოჩნდა სპეციალურ გალა-სადილზე, რომელსაც პრინცი ჩარლზი მასპინძლობდა. კაილი მინოუგი ფანტასტიურად გამოიყურებოდა სასცენო ანსამბლში. მას ოქროსფერი საღამოს კაბა ეცვა, რომელიც მბზინავი ორნამენტებით იყო გაფორმებული.
გალა-წვეულების ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი გახდა პრინცისა და კაილი მინოუგის შეხვედრა. ჩარლზი აღფრთოვანებას ვერ მალავდა ავსტრალიელი ლამაზმანის მისამართით და დიდხანს ესაუბრებოდა მას პრივატულ მიღებაზე. საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ ასევე გაი რიჩი მეუღლესთან ერთად, ჯერი ჰოლიველი, ჯერი ჰოლი, დამიან ლუის და სხვები.