LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაილი მინოუგს ახალი რომანი აქვს

84

49 წლის კაილი მინოუგის ცხოვრებაში სიახლეა: ვარსკვლავს ახალი რომანი აქვს და მისი რჩეული ბრიტანული GQ-ს კრეატიული დირექტორი პოლ სოლომონსია. 

მომღერალთან დაახლოებული წყაროს ცნობით, ამ ეტაპზე კაილი ურთიერთობით ტკბება და არ ჩქარობს მის გასერიოზულებას. წყვილი ცდილობს, რომანი არ გაახმაუროს.

შეგახსენებთ, რომ წინა ურთიერთობამ მინოუგს საკმაოდ დიდი სტრესი მოუტანა: ნიშნობის შემდეგ ჯოშუა სასემ კაილი მიატოვა, რასაც ვარსკვლავი დიდი ხნის განმავლობაში განიცდიდა.

რაც შეეხება პოლ სოლომონს, თავის დროზე ის ბელა ჰადიდისა და ლანა დელ რეის გარემოცვაში შენიშნეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები