LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაკა: ვამაყობ, რომ ნაკრებში დავბრუნდი

37

ამერიკული ”ორლანდო სიტის” შემტევი ლეგენდარული კრიკარდო კაკა ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებით გახარებულია.

“ვამაყობ, რომ ნაკრებში დავბრუნდი. განსაკუთრებულ სიამოვნებას ბრაზილიის ჰიმნის მოსმენა და გულშემატკივრების მხარდაჭერა მანიჭებს. ჩემი აზრით, შემიძლია გუნდს კვლავ დავეხმარო. თუ მწვრთნელი თვლის, რომ გუნდს ვჭირდები,
ყველაფერი კარგად იქნება”.- კაკას სიტყვებს Globo ციტირებს.

შეგახსენებთ, სამხრეთამერიკელმა ვარსკვლავმა კოსტა რიკასთან (1:0) გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

კაკას ანგარიშზე ეროვნულ გუნდში 90 მატჩია, რომელშიც 29 გოლი გაიტანა და 25 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები