LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კაკალი – ბუნების საიდუმლო იარაღი კიბოს წინააღმდეგ: ახალი კვლევის შოკის მომგვრელი შედეგები

1072
კაკალი - ბუნების საიდუმლო იარაღი კიბოს წინააღმდეგ: ახალი კვლევის შოკის მომგვრელი შედეგები

ახალი კლინიკური კვლევა აჩვენებს ძალზედ საინტერესო შედეგებს კაკლის რეგულარული მოხმარების შესახებ.

კვლევამ დაადგინა, რომ ყოველ დღე, დაახლოებით 60 გრამი კაკლის მოხმარებამ ორი კვირის განმავლობაში, ქალბატონებში, რომლებთანაც დადგინდა მკერდის ჯირკვლის აბსცესი, (დაავადება, რომელსაც ახასიათებს ქსოვილების ანთებითი პროცესი ჩირქოვანი წარმონაქმნებით) შეცვალა გენები იმ ქსოვილში, სადაც სიმსივნე აღმოაჩნდა. 

კვლევამ 456 გენში მნიშვნელოვანი ცვლილებები დააფიქსირა, რაც დაკავშირებულია აპოპულოზის ანუ ახალი ან დაზიანებული უჯრედების ბუნებრივი განადგურებასთან. კვლევას ხელმძღვანელობდა ამერიკის შეერთებული შტატების Marshall University Joan C. Edwards School of Medicine-ის გუნდი.

რას გვაჩვენებს კვლევა?

კაკალმა შესაძლოა შეაფერხოს ან შეცვალოს უჯრედთა ქცევა ისედაც სიმსივნურ ქსოვილში, რაც არის ძალიან საინტერესო აღმოჩენა. გარდა იმისა, რომ ფოკუსი იყო სიმსივნეზე, სხვა მონაცემებიც მიუთითებენ იმაზე, რომ კაკალი შეიცავს რეგულარულად უნიკალურ ნუტრიენტებს, როგორიცაა ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, ანტიოქსიდანტები და პოლიფენოლები, რომლებიც ცნობილია ანთების შემცირებისა და უჯრედთა დაზიანების თავიდან აცილების მიმართულებით.  

საგულისხმოა, რომ აღნიშნული კვლევები საწყის ეტაპზეა და არ არის დასრულებული.

როგორ ჩატარდა კვლევა?

კვლევა იყო მცირე მასშტაბის, მასში მხოლოდ ხუთი ადამიანი მონაწილეობდა და სწორედ ეს ხუთი ადამიანი იყო კონტროლის ჯგუფში. კვლევის ვადა მოკლე იყო და შედეგები ჯერჯერობით ვარაუდის დონეზეა.

ბოლომდე უცნობია, იმოქმედა თუ არა ამ ცვლილებებმა რეალურად მკურნალობის შედეგებზე ან გადარჩენის მაჩვენებლებზე.  მთავარმა ორგანიზაციამ, American Institute for Cancer Research, ამ მიმართულებით არსებული მონაცემები შეაფასა, როგორც „ლიმიტირებული და კარგი მიგნებები“ რაც ჯერ არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მკაცრი რეკომენდაციები გასცენ კაკალზე, როგორც კიბოს პროფილაქტიკის საშუალებაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g