LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა გვანცელაძეს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა

171
2025-12-24_00-32-20_218959

თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა. კონკრეტულად რა მუხლით ედავება მას გამოძიება, უცნობია.

არსებული ინფორმაციით, ბაგა-ბაღების სააგენტოს ყოფილი დირექტორი საქართველოში დიდი ხანია აღარ იმყოფება.

შეგახსენებთ, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს. გრიგოლ ლილუაშვილს ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g