LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „აღარ შევალ პოლიტიკურ სპეკულაციებში, რომელიც წამოიწყეს ურეიტინგო, რეალობას მოწყვეტილმა პოლიტიკოსებმა მიღებულ ხმებზე… მადლობას ვუხდი თბილისს მხარდაჭერისთვის, არ დავიღლები თქვენს სამსახურში“

106
კახა კალაძე

„აღარ შევალ პოლიტიკურ სპეკულაციებში, რომელიც წამოიწყეს ურეიტინგო, რეალობას მოწყვეტილმა პოლიტიკოსებმა მიღებულ ხმებთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ თბილისელ ამომრჩეველს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ თბილისი აუცილებლად იქნება კიდევ უფრო განვითარებული ევროპული ქალაქი.

„ამ არჩევანით მოსახლეობამ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი ნება და მიზანი, რომ სურს ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება და თბილისის უკეთესი მომავალი. უპრეცედენტოდ მაღალი შედეგი ვაჩვენეთ თბილისში. საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩევლის 71%-ზე მეტმა გამოგვიცხადა ნდობა. ეს არის 215 370 ამომრჩევლის ხმა, რაც ბევრად აღემატება მაგალითად, 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, სადაც პირველივე ტურში მივაღწიეთ წარმატებას. მე აღარ შევალ პოლიტიკურ სპეკულაციებში, რომელიც წამოიწყეს ურეიტინგო, რეალობას მოწყვეტილმა პოლიტიკოსებმა და მათ მიერ მართულმა ტელევიზიებმა მიღებულ ხმებთან დაკავშირებით. მათ ადგილი კიდევ ერთხელ მიუჩინა როგორც დედაქალის მოსახლეობამ, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით, რისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით.

მადლობას ვუხდი განსაკუთრებით თბილისს მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის. არ დავიღლები თქვენს სამსახურში. არ დაგზარდებით გემსახუროთ თავდაუზოგავად როგორც მე, ასევე ჩემმა თანაგუნდელებმა“, – თქვა კახა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g