LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „ახალი წელი ვერ გადაიდება, ის ყველა შემთხვევაში შემოდის – შესაბამისად, ღონისძიებაც ჩატარდება… მომდევნო დღეების განმავლობაში გავანათებთ ნაძვის ხესაც, ქალაქსაც და შევქმნით საზეიმო განწყობას“

106
კახა კალაძე

„მომდევნო დღეების განმავლობაში, საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, თუ როდის აინთება ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე. ეს ხომ საბავშვო დღესასწაულია და მას ჩვენი შვილები, პატარები ელოდებიან? ახალი წელი ვერ გადაიდება, ის ყველა შემთხვევაში შემოდის. შესაბამისად, ღონისძიებაც ჩატარდება და საზოგადოებას ინფორმაციას მომდევნო დღეების განმავლობაში მივაწვდით“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ნაძვის ხის ანთების ღონისძიება რუსთაველის გამზირზე 14 დეკემბერს იგეგმებოდა, თუმცა ცერემონია მოქალაქეთა უსაფრთხოების გამო დროებით გადაიდო, რადგან კალაძის განცხადებით შემოვიდა ინფორმაცია, რომ პროვოკაცია იგეგმებოდა.

„თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც ბავშვებს ნაძვის ხეს ართმევთ, მაგრამ არ გამოგივათ, ნამდვილად აენთება ნაძვის ხე“ – ლაშა ტალახაძე „ტვ პირველს“

ლაშა ტალახაძემ პარლამენტთან ნაძვის ხის საზეიმოდ ანთების ღონისძიების გადადებასთან დაკავშირებით „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფთან განცხადება გააკეთა.

„გუშინ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ღონისძიება გადაგვედო, რადგან შემოვიდა ინფორმაცია, რომ პროვოკაცია იგეგმებოდა. გარდა ამისა, ვიხილეთ მძიმე ნივთების, ბოთლების სროლა სცენის მიმართულებით, რაც ძალიან ცუდია. იყო აგრესიული ადამიანების ჯგუფი. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ამ ქვეყნის მოსახლეობის წინაშე, განურჩევლად იმისა, თუ ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს. ჩვენთვის ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე და მისი სიცოცხლე ძვირფასია. შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება, რომ ნაძვის ხის ანთების ღონისძიება დროებით გადაგვედო, გამომდინარეობდა ზუსტად იმ უსაფრთხოებიდან, რისი მოწმენიც გუშინ გავხდით. მომდევნო დღეების განმავლობაში, საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, თუ როდის აინთება ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე. ეს ხომ საბავშვო დღესასწაულია და მას ჩვენი შვილები, პატარები ელოდებიან? ახალი წელი ვერ გადაიდება, ის ყველა შემთხვევაში შემოდის. შესაბამისად, ღონისძიებაც ჩატარდება და საზოგადოებას ინფორმაციას მომდევნო დღეების განმავლობაში მივაწვდით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

„ნაძვის ხის ანთების ცერემონიალის დროებით გადადება, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, იმისთვის, რომ საზოგადოების გახლეჩა და დაპირისპირება არ მოხდეს“ – გივი მიქანაძე

რაც შეეხება დაგეგმილ ღონისძიებაზე საჯარო მოხელეების შესაძლო მიყვანასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, თბილისის მერმა პაგანაცხადა, რომ სახალხო ზეიმზე მისვლა და დასწრება ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, განურჩევლად მისი პოლიტიკური შეხედულებისა.

„ეს არის ჩვეულებრივი ტყუილი, თქვენი სპეკულაციები, რასაც აკეთებთ ხოლმე. რა მოყვანაზეა საუბარი? ჩვენ არ დაგვიყვია ადამიანები პოლიტიკური შეხედულების მიხედვით. პირდაპირ გამოვედი და მოვუწოდე ყველას, მობრძანდით თქვენი შვილებით, შვილიშვილებით და ერთად ავანთოთ ნაძვის ხე-მეთქი. რატომ ჰყოფთ ამ ადამიანებს? რა თქმა უნდა, პედაგოგსაც შეუძლია მოსვლა, საჯარო მოხელესაც და განაწყენებულ ადამიანსაც. ეს ხომ სახალხო ზეიმი და დღესასწაულია? ღონისძიებაზე ბავშვებიც იყვნენ. ბევრმა, თუნდაც იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდებოდა იქ – შეურაცხყოფები, ბოთლების სროლა, თავი შეიკავა მოსვლისგან, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, მივიღეთ სწორი გადაწყვეტილება, რომ ხალხი არ დაგვეპირისპირებინა ერთმანეთისთვის და იქ უბედურება არ მომხდარიყო. იგეგმებოდა კონკრეტული პროვოკაციები, ინფორმაცია შემოვიდა და მაშინვე მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება. მომდევნო დღეების განმავლობაში გავანათებთ ნაძვის ხესაც, ქალაქსაც და შევქმნით საზეიმო განწყობას“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ვიდეო: „ჩვენ ხალხი გვიყვარს და ჩვენს გვერდში არიან. არავინ უპირისპირდება ახალგაზრდებს. თქვენც ჩვენი ნაწილი ხართ, ჩვენი ქვეყნის და პროვოკაციებს შეეშვით“ – გენო პეტრიაშვილი „ტვ პირველის“ ჟურნალისტს

კახა კალაძე აქვე გამოეხმაურა გუშინდელ ღონისძიებასთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ გამოთქმულ კრიტიკას:

„ზოგადად,ვინც რაიმეს აპროტესტებს ქვეყანაში, უნდა დავყოთ ორ ნაწილად: ერთია რადიკალების დაჯგუფება და კარგად ვიცით, თუ ვინ არიან ეს ადამიანები, რას წარმოადგენენ – ჩვეულებრივი პოლიტიკური პარტიები, მათი მდიდარი NGO ორგანიზაციები, ის რადიკალური დაჯგუფებები, რომლებიც დასავლეთიდან ფინანსებიან; ექსტრემისტული ორგანიზაციები, რომლებიც გარედან ფინანსდებიან. მე ამ ადამიანებზე არ ვსაუბრობ. მაშინ, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, მაგალითად, 26 მაისის ღონისძიება რომ ჩაეტარებინათ, გვახსოვს როგორ იმოქმედეს, რა გადაწყვეტილება მიიღეს. ხალხი დახოცეს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. დახოცეს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები, შემდეგ კი, გარდაცვლილი ადამიანები „შემოალაგეს“ ჯიხურების თავზე და ხალხს უმტკიცებდნენ, თითქოს ფატალური შემთხვევა მოხდა და მათ დენმა დაარტყა. იმის გამო, რომ სააკაშვილს იქ ღონისძიება ჩაეტარებინა, ადამიანები დახოცეს, წარმოგიდგენიათ? დღეს კი ეს ადამიანები გველაპარაკებიან მშვიდობაზე, ევროპულ მომავალზე, ევროპელობაზე. საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვთ ამ დაჯგუფებებს, რადიკალებს არც ევროპასთან, არც ადამიანის და არც ქვეყნის სიყვარულთან. ისინი უსამშობლო რადიკალები არიან“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, გადავდოთ საახალწლო ნაძვის ხის ანთება, ზეიმი“ – კახა კალაძე

„ბავშვები სად არიანო. აქ არიან, შეიკრიბნენ, ელოდნენ, მაგრამ დააცადა ვინმემ?“ – მამუკა მდინარაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g