LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე აქციაზე დაშავებულ 22 წლის ახალგაზრდაზე – გასარკვევია რეალურად რა მოხდა, ცრუ ინფორმაციას ავრცელებდნენ რეზინის ტყვიის მოხვედრაზე, რაც სწორი არ აღმოჩნდა

331
კალაძე აქციაზე დაშავებულზე

გასარკვევია რეალურად რა მოხდა. თავიდან ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას რეზინის ტყვიის მოხვედრაზე, რაც სწორი არ აღმოჩნდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, აქციის დროს დაშავებული 22 წლის ახალგაზრდაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის მამიდა: „ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ თვალის ბუდის შეშუპების გამო დასრულება ვერ შეძლეს, რეანიმაციულ განყოფილებაშია ღია ჭრილობით, აქვს ტვინის დაზიანება, დამსხვრეული აქვს ძვალი“

დედაქალაქის მერმა, დაშავებულებს მალე გამოჯანმრთელება უსურვა.

„მინდა ყველა დაშავებულს ჯანმრთელობა ვუსურვო, მალე გამოჯანმრთელება. რაც შეეხება 22 წლის დაშავებულს, გასარკვევია რეალურად რა მოხდა. თავიდან ავრცელებდნენ ცრუ ინფორმაციას რეზინის ტყვიის მოხვედრაზე, რაც არ აღმოჩნდა სწორი. ყველაფერი გაირკვევა რეალურად რა მოხდა, რა იყო ამ ყველაფრის უკან”,- აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, ინგოროყვას კლინიკის ექიმის, ნინო ხარაიშვილის განცხადებით, აქციაზე დაშავებული, მართვით სუნთქვაზე მყოფი 22 წლის ბიჭის მდგომარეობა სტაბილურია. მისი თქმით, პაციენტი სტაბილური პარამეტრებით აგრძელებს რეანიმაციაში მკურნალობას. როგორც ექიმი განმარტავს, 22 წლის ბიჭმა გონების დაკარგვამდე მათთან განაცხადა, რომ სავარაუდოდ დაზიანება ბლაგვი საგნით მიიღო, თუმცა ვერ დააკონკრეტა რით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g