LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ ”გაზპრომმა” ფულადი ანაზღაურება მომდევნო წლებშიც მოითხოვოს

85

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე არ გამორიცხავს, რომ რუსეთმა სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ფულადი ანაზღაურება მომდევნო წლებშიც მოითხოვოს.

როგორც კალაძემ ”ფორტუნას” განუცხადა, ამის მიუხედავად, საქართველო პრიორიტეტულ მდგომარეობაში იქნება.

”ჩვენ ვიქნებით პრიორიტეტულ მდგომარეობაში, რადგან დღეს გვინდა დავიწყოთ გაზსაცავის მშენებლობა და 2018–2019 წლებში, თუ რამე ცუდი არ მოხდა, შაჰდენიზის მეორე ფაზა შევა ექსპლუატაციაში და გვექნება დამატებითი მოცულობების მიღების შესაძლებლობა. ეს რა თქმა უნდა პრიორიტეტულ მდგომარეობაში აყენებს ჩვენ ქვეყანას” – განაცხადა კახა კალაძემ.

”გაზპრომი” სომხეთში გატარებული გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ საქართველოს ფულად ანაზღაურებას სთავაზობს. აქამდე კომპანია გატარებული გაზის 10%-ს ნედლეულის სახით იხდიდა. მოლაპარაკებები ქართულ მხარესა და ”გაზპრომს” შორის ავსტრიაში იმართება. ხელშეკრულება ორ მხარეს შორის ერთწლიანია და ყოველწლიურად გადახედვას ექვემდებარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები