LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „არანაირი MEGOBARI აქტი არ არსებობს – ჩვენ მეგობრობაც ვიცით და პარტნიორობაც, მაგრამ ეს ცალმხრივი ვერ იქნება, ცალმხრივი სიყვარული ხომ არ არსებობს?“

123
კახა კალაძე

„ჩვენ მეგობრობაც ვიცით და პარტნიორობაც – ურთიერთობაც არ გვეშლება, მაგრამ ეს ცალმხრივი ვერ იქნება. ცალმხრივი სიყვარული ხომ არ არსებობს? ეს უნდა იყოს ორმხრივი“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ MEGOBARI აქტზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, ხელისუფლება მზად არის მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის, ურთიერთობებისთვის, მაგრამ ეს უნდა იყოს ჯანსაღი ურთიერთობები.

„არანაირი MEGOBARI აქტი არ არსებობს. ამასთან დაკავშირებით არაერთი განცხადება იქნა გაკეთებული. ვისაც რა უნდა ის მიიღოს. ჩვენ ვმოქმედებთ და გამოვდივართ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ მეგობრობაც ვიცით და პარტნიორობაც, ურთიერთობაც არ გვეშლება, მაგრამ ეს ცალმხრივი ვერ იქნება. ცალმხრივი სიყვარული ხომ არ არსებობს? ეს უნდა იყოს ორმხრივი.

კახა კალაძე: მხოლოდ გააზრებული ნაბიჯებით, გაერთიანებული ქვეყნით, მშვიდობით და ღირსებით უნდა შევაბიჯოთ იქ, სადაც ჩვენი ისტორიული ადგილია – ერთიან ევროპულ ოჯახში

„დღეს მოქმედების დროა და ეს მოქმედება, პირველ რიგში, არჩვენებზე ჩვენი გააზრებული არჩევანით უნდა გამოვხატოთ“

შესაბამისად, ჩვენ ველოდებით, რომ მათი მხრიდან კონკრეტული ნაბიჯი იქნეს გადადგმული. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ მზად ვართ მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის, ურთიერთობებისთვის, მაგრამ ეს უნდა იყოს ჯანსაღი ურთიერთობები“. – განაცხადა კახა კალაძემ.

ინფორმაციისთვის, „ჰელსინკის” კომისიის განცხადებით, ამერიკელი ხალხი ქართველების გვერდით დგას, როდესაც ისინი თავიანთი დემოკრატიული მისწრაფებების განხორციელებაზე მუშაობენ.

ირაკლი კობახიძე – ვინც სვამს ტოლობის ნიშანს ავტორიტარიზმსა და ევროპას შორის, ადამიანების წამებასა და ევროპას შორის, ომსა და ევროპას შორის, კოლექტიურ „ნაცმოძრაობასა“ და ევროპას შორის, მას არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტ ევროპულ ფასეულობებთან

„ამერიკელი ხალხი ქართველების გვერდით დგას, როცა ისინი თავიანთი დემოკრატიული მისწრაფებების განხორციელებაზე მუშაობენ. „მეგობარი აქტი” შექმნილია იმისთვის, რომ გადამწყვეტი მხარდაჭერა გაუწიოს ქართველ ხალხს მათი ქვეყნის ისტორიის ამ მნიშვნელოვან მომენტში. მოუთმენლად ველით მის დამტკიცებას პალატაში”. – აღნიშნულია ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.

„მეგობარი აქტი“ არის „რესპუბლიკელი“ კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ შემუშავებული კანონპროექტი საქართველოს შესახებ. კონგრესმენის განცხადებით, „მეგობარი აქტი“ შემოთავაზებულია მეგობრობის სულისკვეთებით და საქართველოს სთავაზობს ტრანსატლანტიკური გზის აღდგენას. მისივე თქმით, ის ასევე ითვალისწინებს სანქციებს მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოს სუვერენიტეტს ძირს უთხრის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები