LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც წარმოადგენენ ქვეყანაში აგენტურულ ქსელს, მათ შესაბამისი პასუხი გაეცემათ“

105
კახა კალაძე

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ცალკეული პოლიტიკური სუბიექტების აკრძალვის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოში დაგეგმილ სარჩელს ეხმაურება.

აღნიშნულ საკითხზე ჟურნალისტებთან საუბრის დროს, კახა კალაძემ თქვა, რომ ქვეყანაში არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც აგენტურულ ქსელს წარმოადგენენ.

კალაძის სიტყვებით, მათ შესაბამისი პასუხი გაეცემათ და ასეთი პოლიტიკოსების და პოლიტიკური პარტიების ადგილი ქვეყანაში არ არის.

„არიან კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, პოლიტიკოსები, რომლებიც წარმოადგენენ აგენტურულ ქსელს ქვეყანაში, რომლებიც არიან მოღალატეები, ემსახურებიან სხვა ქვეყნის ინტერესებს და ასრულებენ გარედან მითითებებსა და დავალებებს. რა თქმა უნდა, ასეთი პოლიტიკოსებისა და პოლიტიკური პარტიების ადგილი ქვეყანაში არ არის. მათ გაეცემათ სათანადო პასუხი და, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, – თქვა კახა კალაძემ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g