LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე: „არ­სე­ბობს კად­რე­ბი, რო­დე­საც ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი გარ­ბის, შე­ვარ­და პო­ლი­ცი­ის კორ­დონ­ში და იქ რა მოხ­და? – ალ­ბათ, რო­მე­ლი­მეს [სპეც­რაზ­მელს] ფი­ზი­კუ­რა­დაც გა­უს­წორ­და“

221
კახა კალაძე და ლევან ხაბეიშვილი

„სამ­წუ­ხა­როდ არ­სე­ბობს კად­რე­ბი, რო­დე­საც ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი გარ­ბის, შე­ვარ­და პო­ლი­ცი­ის კორ­დონ­ში და იქ რა მოხ­და? – ალ­ბათ, რო­მე­ლი­მეს [სპეც­რაზ­მელს] ფი­ზი­კუ­რა­დაც გა­უს­წორ­და“, – ამის შე­სა­ხებ თბილისის მერმა კახა კა­ლა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

როგორც მან ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან საუბრისას აღნიშნა, არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა, რომ პო­ლი­ცი­ის კორ­დონ­ში შე­ვარ­დეს ისე­ვე, რო­გორც არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა, რომ ხალ­ხს მო­უ­წო­დოს პარ­ლა­მენ­ტის ბლო­კი­რე­ბის­კენ, ის­რო­ლოს ქვე­ბი, ბოთ­ლე­ბი და ა.შ.

კალაძის თქმით, „მშვი­დო­ბი­ა­ნად ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს აქვს იმი­სი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ თა­ვი­სი მო­საზ­რე­ბა გა­მო­ხა­ტოს.“

ამა­ვე თე­მა­ზე სა­უბ­რი­სას კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, რომ მშვი­დო­ბი­ა­ნი აქ­ცი­ის და­სა­ხე­ლე­ბა, „უბ­რა­ლოდ შე­ნიღბვაა იმ სი­ბინ­ძუ­რის, რაც გარე ძა­ლებს გა­აზ­რე­ბუ­ლი აქვთ ამ რა­დი­კა­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით“:

„ყვე­ლამ ვი­ცით ვინ ვინ არის. კონ­კრე­ტუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია და პარ­ტია სა­ი­დან და რო­გორ ფი­ნანსდე­ბა – ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა იყოს გამჭვირ­ვა­ლე, შე­სა­ბა­მი­სად აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნო­ნი ჩვენ იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მოგ­ვცემს, რომ ყვე­ლამ გა­ა­კე­თოს იმის დეკ­ლა­რი­რე­ბა თუ სა­ი­დან ფი­ნანსდე­ბა, რა პრო­ექ­ტებ­ზე და რა მიზ­ნით იხარ­ჯე­ბა“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ჟურ­ნა­ლის­ტის კი­თხვა­ზე, შე­ის­მენს თუ არა ის ახალ­გაზ­რდე­ბის ხმას, კახა კა­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა ცხა­დია, რომ ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა ერთ აზ­რზე ვერ იქ­ნე­ბა:

„არ ვიცი, თვალიდან გამოვიხედავ თუ არა, ან რამდენი პროცენტით გამოვიხედავ, მაგრამ მთავარია თვალებიდან ქვეყანამ გამოიხედოს.. თუ ვინმეს ჰგონია, რომ აღარ გავიღიმებთ, ძალიან შემცდარა, გავიღიმებთ, იმიტომ რომ საქართველო გაიმარჯვებს“ – ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში მივიდა

„ღმერ­თმა დაგ­ვი­ფა­როს, რომ მთელ სა­ქარ­თვე­ლოს ერთი მო­საზ­რე­ბა გვქონ­დეს. არის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი. ბევ­რმა შე­იძ­ლე­ბა არ იცო­დეს და ვერ ერ­კვე­ო­დეს დე­ტა­ლებ­ში, რად­გან თქვე­ნი ლი­დე­რე­ბი არ უხ­სნი­ან დე­ტა­ლებს და არ ეუბ­ნე­ბი­ან რე­ა­ლო­ბა რა არის. ერთი არ­გუ­მენ­ტი ვერ და­ა­სა­ხე­ლეს, თუ რა­ტომ არის აღ­ნიშ­ნუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტიო ცუდი.

ჩვენ გა­მოვ­დი­ვართ და პირ­და­პირ ვამ­ბობთ, რომ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ფუძ­ვლად უცხო­უ­რი გავ­ლე­ნე­ბის შემ­ცი­რე­ბა უდევს. უნდა შემ­ცირ­დეს ყვე­ლა უცხო­უ­რი გავ­ლე­ნა და ქარ­თუ­ლი გა­ი­ზარ­დოს“, – გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

კადრებში კარგად ჩანს ლევან ხაბეიშვილის ქმედება, როცა ის პოლიციისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით შეიჭრა პოლიციის კორდონში, გაუწია მათ წინააღმდეგობა, რა დროსაც მიიღო სხეულის დაზიანება – ალექსანდრე დარახველიძე

მისივე თქმით, ეს მო­წო­დე­ბე­ბი და შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბა სწორი არ არის.

„რო­დის გი­ნა­ხავთ რომ პო­ლი­ცი­ე­ლი გა­მო­ვი­დეს და მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­მი­ტინ­გე რა­ღა­ცას აპ­რო­ტეს­ტებ­დეს, და­ე­ტა­კოს და რა­ღაც შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბა და­უ­წოს. პი­რი­ქით, მა­საც იცავს, მაგ­რამ არ არის სწო­რი ეს მო­წო­დე­ბე­ბი, შე­უ­რა­ცხყო­ფის მი­ყე­ნე­ბა“. – გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

magti 5g