LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კახა კალაძე ბიჭვინთაზე: „ტერიტორიები გონიერებითა და განათლებით უნდა დავიბრუნოთ“

151
კახა კალაძე

„ჩვენ ჩვენი პოლიტიკით უნდა მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება, განვითარება და გონიერებით, განათლებით დავუბრუნოთ ტერიტორიები“, – ამის შესახებ თბილისის მერის კახა კალაძემ განაცხადა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის გადაცემას მხარი დაუჭირა

აღნიშნულით მან უპასუხა კითხვას, ბიჭვინთის აგარაკების რუსეთისთვის გადაცემაზე დასმულ შეკითხვას და თქვა, რომ „უდიდესი პრობლემაა, რომ ქვეყნის ტერიტორიების გარკვეული ნაწილი რუსეთის მიერაა ოკუპირებული“.

პრეზიდენტი ბიჭვინთაზე: „მკაცრად ვგმობ რუსების მიერ საქართველოს მიწების მორიგ მიტაცებას და მცოცავი ანექსიის პოლიტიკას“

„მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას ძლიერი და სასწრაფო რეაგირებისკენ“. – წერს სალომე ზურაბიშვილი.

„საქართველოს ყველა მეგობარი ქვეყანა აღნიშნულ საკითხში ჩართული იქნება“. – დაამატა თბილისის მერმა.

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე. წ. პარლამენტმა „რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების“ რატიფიცირება მოახდინა, რომლითაც ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკი რუსეთს გადასცა.

პაატა დავითაია: „ბოლშევიკური მეთოდით ბიჭვინთის აგარაკების ხელში ჩაგდებით, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების ანექსია დაიწყო – მოვუწოდებ მთავრობას გამოძიება დაიწყოს“

დღესვე, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ დე ფაქტო პარლამენტის მიერ მიღებულ კანონებს ხელი მოაწერა და ბიჭვინთის ყოფილი სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემა დაამტკიცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g